Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ქართველი მეზღვაურები იყვნენ ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე - ოჯახებს მათზე ინფორმაცია არ აქვთ

0

ტანკერი ვერონიკა, რომლის შესახებაც ინფორმაცია 15 იანვარს გაავრცელა აშშ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო სარდლობამ, მეექვსე ტანკერია, რომელიც ვენესუელასთან კავშირების გამო დააკავეს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკავებული ტანკერები ან აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო, ან იყო ნაწილი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისა, რომლის ხომალდებიც თავიანთ წარმომავლობას ნიღბავენ, რათა ნავთობი გადაზიდონ სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფოებიდან - ირანიდან, რუსეთიდან, ვენესუელიდან.

ქართველი მეზღვაურები Veronica-ს გარდა, აღმოჩნდნენ 7 იანვარს, ატლანტის ოკეანეში დაკავებულ ტანკერ BELLA 1 -ზეც [Marinera] - ამ შემთხვევაში გემის კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე იყო - ეკიპაჟის წევრებს შორის მის გარდა იყო კიდევ 5 ქართველი მეზღვაური. ამ გემის კაპიტანი რადიო თავისუფლების ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთის მოქალაქეა.

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტანკერი Veronica, ისევე როგორც რამდენიმე დღით ადრე დაკავებული Marinera Bella 1 [Marinera], ეკუთვნის კომპანია „ბურევესტმარინს", რომელიც რუსეთის ქალაქ რიაზანში ნახევარი წლის წინ არის დარეგისტრირებული. კომპანიის მფლობელია ილია ბუგაი - რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან, რომელიც ახლა მოსკოვში ცხოვრობს. ილია ბუგაი ასევე კომპანია „რუსნეფტეხიმტორგის“ გენერალური დირექტორია. ეს კომპანია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს, მათ შორის - ტანკერებით.

რადიო თავისუფლებამ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში იკითხა, თუ აქვთ ინფორმაცია დაკავებული მეზღვაურების შესახებ და თუ კი, ამ შემთხვევაში რა იციან მათ შესახებ. ორივე უწყებამ გვითხრა, რომ "მოიკითხავენ" - მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России