Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტრამპი დავოსში გრენლანდიაზე: არ მჭირდება ძალის გამოყენება. არ მინდა ძალის გამოყენება. არ გამოვიყენებ ძალას

0

„ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის შედეგად, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გრენლანდიისა და ფაქტობრივად, მთელი არქტიკის შესახებ მომავალი შეთანხმების ჩარჩო. ...აქედან გამომდინარე, არ დავაწესებ ტარიფებს, რომელთა ამოქმედებაც დაგეგმილი იყო 1 თებერვლიდან“, - დაწერა ევროპელი მოკავშირეების გასაგონად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ის პლატფორმაზე ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც 21 იანვარს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შედგა.

ფორუმზე დონალდ ტრამპის გამოსვლა, რომლის მიმართაც უდიდესი ინტერესი იყო, დროულად დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ამერიკიდან შვეიცარიაში გამგზავრებას წინ უძღოდა შეფერხება - "მცირე ელექტრონული გაუმართაობის" გამო საპრეზიდენტო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ბაზაზე დაბრუნდა და პრეზიდენტს თვითმფრინავის შეცვლა მოუხდა.

დონალდ ტრამპის სიტყვა დავოსის ფორუმზე 1 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. მის მიმართვას ლაიტმოტივად გასდევდა გრენლანდიის საკითხი, რომელსაც არაერთხელ მიუბრუნდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსვლა დაიწყო მისი მეორე ვადით პრეზიდენტობის პირველი წლის წარმატებებზე საუბრითა და წინამორბედის - პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კრიტიკით:

„ჩვენი ეკონომიკა ყვავის, მიმდინარეობს ფეთქებადი ზრდა, პროდუქტიულობა იზრდება, ინვესტიციები იზრდება, შემოსავლები იზრდება, ინფლაცია მარცხდება, ჩვენი მანამდე ღია და სახიფათო საზღვარი დაიკეტა და პრაქტიკულად შეუღწევადია, და აშშ არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უსწრაფესი და ყველაზე დრამატული ეკონომიკური შემობრუნების პროცესში“.

ტრამპმა გააკრიტიკა წინამორბედის პოლიტიკა, განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის დროს აშშ “სტაგფლაციის კოშმარში” იმყოფებოდა, თავად კი რეკორდული ეკონომიკური მიღწევები აქვს:

“ბოლო სამი თვის განმავლობაში ძირითადი ინფლაცია სულ რაღაც 1.6 პროცენტია. ამავე დროს, მეოთხე კვარტალში 5.4% ზრდაა პროგნოზირებული, ბევრად მეტი, ვიდრე ჩემს და რამდენიმე ადამიანის გარდა ვინმემ იწინასწარმეტყველა”.

ტრამპმა ილაპარაკა ვენესუელაში განხორციელებულ ოპერაციაზეც:

“როგორც კი თავდასხმა დასრულდა, მათ თქვეს, “მოდი, გავრიგდეთ”. მეტი უნდა მოიქცეს ასე. ვენესუელა მომდევნო ექვს თვეში მეტ ფულს გააკეთებს, ვიდრე ბოლო 20 წელიწადში გაუკეთებია. ყველა მსხვილი სანავთობო კომპანია შედის იქ ჩვენთან ერთად. ეს შესანიშნავია. კარგი საყურებელია. ქვეყნის ხელმძღვანელობა ძალიან კარგია. ისინი ძალიან, ძალიან ჭკვიანები არიან”.

„გინდათ რამდენიმე სიტყვა ვთქვა გრენლანდიაზე?“, - ჰკითხა დავოსის ფორუმზე შეკრებილებს აშშ-ის პრეზიდენტმა და განაგრძო - „ვაპირებდი ამის ამოღებას ჩემი გამოსვლიდან, მაგრამ ვიფიქრე, უარყოფითად შემაფასებდით. უდიდესი პატივისცემით ვარ როგორც გრენლანდიის, ისე დანიის ხალხის მიმართ. უდიდესი პატივისცემით. მაგრამ ნატოს თითოეულ მოკავშირეს აქვს ვალდებულება შეეძლოს საკუთარი ტერიტორიის დაცვა. ფაქტი არის ის, რომ აშშ-ის გარდა, არც ერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს არ შეუძლია დაიცვას გრენლანდია“.

ტრამპმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ აშშ არის „დიდი ძალა - ბევრად დიდი, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ. ვფიქრობ, მათ ეს აღმოაჩინეს ორი კვირის წინ, ვენესუელაში”.

დავოსში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის ისტორიის საკუთარი ინტერპრეტაცია წარმოადგინა და არაერთხელ გამოხატა სინანული გრენლანდიის დანიისთვის დაბრუნების გამო:

“…დანია სულ რაღაც ექვსსაათიანი ბრძოლის შემდეგ დამარცხდა გერმანიასთან და საერთოდ არ შეეძლო არც საკუთარი თავის და არც გრენლანდიის დაცვა. შემდეგ აშშ იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა, ჩვენ ვიგრძენით ვალდებულება დაგვეცვა საკუთარი ძალები, შეგვენარჩუნებინა გრენლანდიის ტერიტორია. ჩვენ ეს გავაკეთეთ დიდი დანაკარგის ფასად. მათ არ ჰქონდათ შანსი, თუმცა სცადეს. დანიამ ეს იცის.

ჩვენ განვათავსეთ ბაზები გრენლანდიაზე, დანიისთვის. ვიბრძოდით დანიისთვის. სხვა არავისთვის გვიბრძოლია. ვიბრძოდით დანიისთვის მის შესანარჩუნებლად - ყინულის დიდი, ლამაზი ნაჭრისა - მას ძნელად თუ უწოდებ მიწას. ეს არის ყინულის დიდი ნაჭერი, თუმცა ჩვენ გადავარჩინეთ გრენლანდია და წარმატებით მოვახერხეთ, რომ მტერს ვერ მოეხერხებინა ჩვენს ნახევარსფეროში ფეხის მოკიდება. ასე რომ, ეს ჩვენთვისაც გავაკეთეთ.

ომის შემდეგ კი, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვეთ, დიდი უპირატესობით მოვიგეთ. ჩვენს გარეშე თქვენ ყველანი გერმანულად და ალბათ, ცოტათი იაპონურადაც ილაპარაკებდით. ომის შემდეგ გრენლანდია დავუბრუნეთ დანიას. რა სულელები ვიყავით, ეს რომ გავაკეთეთ, არა? მაგრამ გავაკეთეთ ეს, დავუბრუნეთ მათ. მაგრამ, რა უმადურები არიან ისინი ახლა”.

აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ გრენლანდია აშშ-სთვის არა იშვიათი მინერალების, არამედ მისი მდებარეობის გამოა მნიშვნელოვანი:

“გრენლანდია უზარმაზარი, თითქმის სრულიად დაუსახლებელი და განუვითარებელი ტერიტორიაა. ის მდებარეობს დაუცველად - მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს შორის - ზუსტად შუაში. ის არ იყო მნიშვნელოვანი, როცა დავაბრუნეთ”.

ტრამპის განცხადებით, ბევრი ლაპარაკობს, რომ გრენლანდიაზე დიდი ოდენობით იშვიათი მინერალებია, თუმცა “იმ იშვიათ მინერალებამდე რომ მიაღწიო, ასობით ფუტი ყინული უნდა გაჭრა” და ვაშინგტონს ის ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება:

“ეს უზარმაზარი, დაუცველი კუნძული სინამდვილეში ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილია დასავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილოეთ კიდეზე. ეს ჩვენი ტერიტორიაა. მაშასადამე, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ინტერესი. სინამდვილეში ასწლეულების განმავლობაში ეს იყო ჩვენი პოლიტიკა - დაგვეცვა ჩვენი ნახევარსფერო გარე საფრთხეებისგან”.

აშშ-ის პრეზიდენტმა ახსენა აშშ-ის მიერ გრენლანდიის ყიდვის თემა - რომ ამერიკის პრეზიდენტებს ყოველთვის სურდათ გრენლანდიის ყიდვა:

“იცით, რომ ცდილობდნენ ამის გაკეთებას. მათ ის უნდა შეენარჩუნებინათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ მაშინ სხვა პრეზიდენტი ჰყავდათ ამერიკელებს. არა უშავს. ადამიანები სხვადასხვაგვარად ფიქრობნე. თუმცა, ახლა ბევრად აუცილებელია, ვიდრე იმ დროს იყო”.

ტრამპმა განაცხადა, რომ ტერიტორიის ყიდვაში ცუდი არაფერია და რომ სურს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყება:

“…კიდევ ერთხელ განვიხილოთ აშშ-ის მიერ გრენლანდიის ყიდვის საკითხი - ისე, როგორც არაერთი სხვა ტერიტორია გვიყიდია ისტორიის მანძილზე, ისევე როგორც ეს გაუკეთებია ევროპის ბევრ ქვეყანას. …ამაში არაფერია არასწორი”.

აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, აშშ-ის მიერ გრენლანდიის ყიდვა საფრთხეს არ შეუქმნის ნატოს:

“ეს დიდად გაზრდის ალიანსის უსაფრთხოებას. აშშ-ს ნატო ძალიან უსამართლოდ ექცევა, მინდა გითხრათ. თუ დაფიქრდებით, საკამათო არ არის. ჩვენ ამდენი გავიღეთ და სანაცვლოდ ასე ცოტა მივიღეთ.

მრავალი წელია ნატოს ვაკრიტიკებ და მაინც, იმაზე მეტი გავაკეთე ნატოს დასახმარებლად, ვიდრე რომელიმე პრეზიდენტს, ვინმეს გაუკეთებია. ნატო არ გექნებოდათ, მე რომ არ ჩავრეულიყავი ჩემი პირველი ვადის დროს”, - ასე გადავიდა დონალდ ტრამპი ნატოს თემაზე და მალევე უკრაინაზე. მან განაცხადა, რომ ომი უკრაინასთან არ დაიწყებოდა, 2020-ის საპრეზიდენტო არჩევნები “რომ არ გაყალბებულიყო” და მას მეორე ვადით გაეგრძელებინა პრეზიდენტობა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ არჩევნების გამყალბებლები მალე გასამართლდებიან:

“ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო და არ დაიწყებოდა აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო. ეს იყო გაყალბებული არჩევნები. ეს ახლა ყველამ იცის, გამოავლინეს ეს. ადამიანები მალე გასამართლდებიან იმისთვის, რაც ჩაიდინეს. ეს, ალბათ, მნიშვნელოვანი ახალი ამბავია და ასეც უნდა იყოს. ეს გაყალბებული არჩევნები იყო.

…უნდა გქონდეს ძლიერი საზღვრები, ძლიერი არჩევნები და იდეალურ შემთხვევაში, კარგი მედია. ყოველთვის ამას ვამბობ.

…მედია საშინელია. ის ძალიან მახინჯია. ძალიან მიკერძოებული, საშინელი. მაგრამ, ერთ დღესაც ის გასწორდება, ვინაიდან სრულიად კარგავს სანდოობას”.

მედიის ეპიზოდური კრიტიკის შემდეგ ტრამპი კვლავ უკრაინის თემას და თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადისა და პუტინთან ურთიერთობაზე მოგონებებს მიუბრუნდა:

“ძალიან კარგად ვიცნობ პუტინს. მე და ის უკრაინას განვიხილავდით. ეს მისი თვალის ჩინი იყო. ის არაფრის გაკეთებას არ აპირებდა. მე ვუთხარი, „ვლადიმირ, შენ ამას არ გააკეთებ“. ის ამას არასდროს იზამდა. საშინელებაა, რაც მოხდა. მე როცა აღარ ვიყავი, ვხედავდი, რომ ეს ხდება“.

20 იანვრის ბრიფინგის მსგავსად, მან დავოსშიც ილაპარაკა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარებაზე პუტინთან საუბრის შესახებ:

“მე ის [სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - რთ] ერთ დღეში მოვაგვარე. პრეზიდენტმა პუტინმა დამირეკა. მითხრა, “იცი, არ მჯერა. მე მაგ ომზე 10 წელი ვიმუშავე, ვცდილობდი მომეგვარებინა. ვერ შევძელი”. მე ვუთხარი, “თუ შეიძლება, შენს ომზე ფოკუსირდი. ამაზე ნუ იღელვებ“.

ტრამპმა განაცხადა, რომ როცა ლაპარაკობს ნატოზე, გულისხმობს ევროპას - “მათ უნდა იმუშაონ უკრაინის საკითხზე, არა - ჩვენ. აშშ ძალიან შორს არის. დიდი, ლამაზი ოკეანე გვყოფს. ამასთან არაფერი გვესაქმება”.

სიახლე არ იყო ტრამპის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კრიტიკა - ის, რომ მან მოახერხა ევროპელი მოკავშირეების “იძულება” თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე გაეზარდათ:

“სანამ ჩავერთვებოდი, ნატოს მშპ-ს მხოლოდ 2%-ი უნდა გადაეხადა დახარჯვას აპირებდა, მაგრამ არ იხდიდნენ. ქვეყნების უმრავლესობა არაფერს იხდიდა. პრაქტიკულად, აშშ იხდიდა ნატოს [ხარჯის] 100%-ს. მე ეს შევაჩერე. ვთქვი, “ეს უსამართლოა”. უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მე ვაიძულე ნატო გადაეხადა 5% და ახლა იხდიან. არავის უთქვამს, რომ ეს შესაძლებელი იყო. ისინი ამბობდნენ, რომ 2%-ს არასდროს აცდებოდნენ, მაგრამ 5%-მდე ავიდნენ და ახლა იხდიან 5-ს. 2-ს არ იხდიდნენ და 5-ს იხდიან. ამიტომაც უფრო ძლიერები არიან.

სხვათაშორის, შესანიშნავი გენერალური მდივანი ჰყავთ, რომელიც სავარაუდოდ ამ დარბაზშია. მარკ, აქ ხარ? კი, ის აქ არის. გამარჯობა, მარკ”, - მიესალმა ტრამპი დარბაზში მყოფ მარკ რიუტეს და ნატოზე საუბარი იმით დაასრულა, რომ აშშ-ს ნატოს მოკავშირეებისთვის არაფერი უთხოვია და არც არაფერი მიუღია მათგან და სწორედ აქ მიუბრუნდა ის გრენლანდიის საკითხს განცხადებით, რომ არ აპირებს ძალის გამოყენებას გრენლანდიის დასაკუთრებისთვის:

„ჩვენ ალბათ, ვერაფერს მივიღებთ, თუ მე არ გადავწყვეტ ჭარბი ძალის გამოყენებას და ისეთისას, რომელიც შეუჩერებელი იქნება. თუმცა, მე ამას არ გავაკეთებ.

ახლა ყველა იტყვის - „ოჰ, კიდევ კარგი!“. ეს არის, ალბათ, ყველაზე დიდი განცხადება, რაც გავაკეთე, რადგან ადამიანებს ეგონათ, ძალას გამოვიყენებდი. არ მჭირდება ძალის გამოყენება. არ მინდა ძალის გამოყენება. არ გამოვიყენებ ძალას.

ერთადერთი, რასაც აშშ ითხოვს, არის ადგილი სახელად გრენლანდია, სადაც ის უკვე იყო, როგორც მეურვე, მაგრამ პატივისცემით დაუბრუნა ის დანიას, არც ისე დიდი ხნის წინ - როცა მეორე მსოფლიო ომში გერმანელები, იაპონელები, იტალიელები და სხვები დავამარცხეთ”.

ტრამპი ფიქრობს, რომ გრენლანდია უნდა იყოს აშშ-ის მფლობელობაში, რადგან სხვაგვარად ვერ წარმოუდგენია მისი დაცვა:

„ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, არის გრენლანდიის მიღება - სწორი სახელითა და მფლობელობით, ვინაიდან, რომ დაიცვა, საჭიროა ფლობდე მას. იჯარის პირობებში ვერ დაიცავ. ერთი: ამ გზით კანონიერად ვერ დაიცავ; და მეორე: ფსიქოლოგიურად რომ მივუდგეთ, ვინ ოხერს მოუნდება ლიცენზიის ან იჯარის შეთანხმებით ყინულის დიდი ნაჭრის დაცვა, რომელიც ოკეანის შუაგულშია, სადაც, ომი რომ იყოს, მოქმედებათა დიდი ნაწილი ყინულის ამ ნაჭერზე წარიმართება. დაფიქრდით ამაზე. ის რაკეტები პირდაპირ ყინულის ამ ნაჭრის თავზე იფრენენ.

დანიისგან რაც გვინდა, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ძალიან ენერგიული და საშიში პოტენციური მტრების ყურეში შესაკავებლად, არის ეს მიწა, რომელზეც ვაპირებთ ავაგოთ უდიდესი “ოქროს გუმბათი”, რაც კი ოდესმე აგებულა. ავაგებთ “ოქროს გუმბათს”, რომელიც თავისთავად დაიცავს კანადასაც”.

კანადის უსაფრთხოების საკითხის ხსენებისას, ტრამპს ამ ქვეყნის პრემიერმინისტრის მარკ კარნის 20 იანვრის გამოსვლა გაახსენდა, რომელმაც უდიდესი გამოხმაურება დაიმსახურა:

“სხვათაშორის, კანადა ბევრ რამეს უფასოდ იღებს ჩვენგან. ისინი მადლიერები უნდა იყვნენ, მაგრამ არ არიან. გუშინ ვუყურე თქვენს პრემიერმინისტრს. ის არც ისე მადლიერი იყო. ისინი ჩვენს მიმართ მადლიერები უნდა იყვნენ. კანადა აშშ-ის წყალობით ცოცხლობს. გახსოვდეს ეს, მარკ [კარნის მიმართა - რთ], როცა კიდევ გააკეთებ განცხადებებს”.

დავოსში გამოსვლისას პრეზიდენტი ტრამპი რამდენჯერმე შეეხო უკრაინისა და ნატოს თემას და ყოველ ჯერზე გრენლანდიის საკითხს მიუბრუნდა. იმეორებდა, რომ უკრაინა აშშ-სგან შორს არის და რომ მხოლოდ იმიტომ ცდილობს გარიგების მიღწევას, რომ ამ ომში ორივე მხრიდან ბევრი ახალგაზრდა იღუპება; რომ ამას ევროპისთვის და ნატოსთვის აკეთებს და გრენლანდიაზე ლაპარაკს სანამ დაიწყებდა, ყველას უყვარდა:

“ბოლო დღეებამდე, სანამ კუნძულზე ვეტყოდი, მათ ვუყვარდი. “მამიკოს” მიძახდნენ. ერთხელ ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა თქვა “ის ჩვენი მამიკოა. ყველაფერს მართავს”. ყველაფრის მმართველიდან საშინელ ადამიანად გადავიქეცი. არადა, ახლა ვითხოვ ყინულის ნაჭერს, ცივსა და ცუდად მისადგომს, რომელსაც შეუძლია სასიცოცხლო როლის შესრულება მსოფლიოს მშვიდობასა და მსოფლიოს დაცვაში. ეს ძალიან პატარა თხოვნაა იმასთან შედარებით, რასაც გავცემთ მრავალი ათწლეულის განმავლობაში.

ნატოს პრობლემა ისაა - მათ რომ დაგვიძახონ, ჩვენ ასი პროცენტით გვერდით დავუდგებით. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი დაგვიდგებიან გვერდით, თუკი ჩვენ დავუძახებთ - “ბატონებო, თავს დაგვსხნენ. ესა და ეს სახელმწიფო დაგვესხა თავს”. ძალიან კარგად ვიცნობ. არ ვარ დარწმუნებული, რომ მოვლენ. ჩვენ რომ მივალთ მათთან, ვიცი.

…შემიძლია გითხრათ, რომ კუნძულის საკითხზე არ გვიდგანან გვერდით.

ჩვენ გვინდა ყინულის ნაჭერი მსოფლიოს დასაცავად. და ისინი არ იძლევიან. არასდროს არაფერი გვითხოვია. შეგვეძლო მიწის ეს ნაკუწი ჩვენთვის დაგვეტოვებინა, მაგრამ არ გავაკეთეთ ეს. ასე რომ მათ აქვთ არჩევანი. შეგიძლიათ თქვათ “კი” და ამას ძალიან დავაფასებთ. ანდა, შეგიძლიათ თქვათ “არა” და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ”.

დონალდ ტრამპმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ტარიფების პოლიტიკას, ილაპარაკა ჩინეთთან ხელოვნური ინტელექტის სფეროში კონკურენციაზე. ამერიკის ინტერესზე კრიპტოვალუტის ბაზრის კონტროლის მიმართ. გამოსვლა დარბაზში შეკრებილი სხვადასხვა სფეროს ლიდერისადმი ოპტიმისტური მიმართვით და “ერთად, რწმენით, გაბედულად და გამძლეობით” ეკონომიკების განვითარებისკენ მოუწოდა.

ტრამპის მიმართვის შემდეგ მცირე დრო დაეთმო კითხვა-პასუხს, სადაც ის კიდევ ერთხელ მიუბრუნდა უკრაინაში ომის დასრულების საკითხს, კიდევ ერთხელ აღნიშნა, როგორ სძულთ ერთმანეთი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს და შეკითხვაზე - რამდენად ახლოს არის შეთანხმების მიღწევა - უპასუხა:

“ვფიქრობ, ისინი ახლა არიან იმ წერტილში, როცა შეუძლიათ შეხვდნენ და დადონ გარიგება. და თუ ამას არ გააკეთებენ, ისინი სულელები იქნებიან. ეს ორივეს ეხება. და მე ვიცი, რომ ისინი არ არიან სულელები. მაგრამ, თუ ამას არ გააკეთებენ, სულელები იქნებიან. არავის შეურაცხყოფა არ მინდა, მაგრამ ეს გარიგება უნდა დაიდოს. ახლა ღირს ამის გაკეთება. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России