ზელენსკი: საამიროებში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ კვირაში უკრაინის ომთან დაკავშირებით „სამმხრივ“ მოლაპარაკებებს უმასპინძლებს.
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია მოლაპარაკებების ფორმატი და არც ის, უშუალოდ მოლაპარაკებებს გამართავენ თუ არა უკრაინელი და რუსი ოფიციალური პირები. ზელენსკის ოფისს არ განუმარტავს შეხვედრის დეტალები.
„ეს იქნება პირველი სამმხრივი შეხვედრა საამიროებში. ის ხვალ და ზეგ გაიმართება“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა: „რუსები მზად უნდა იყვნენ კომპრომისებისთვის“.
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობის მიღწევა აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
