Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24
25
26
27
28
29
30
31

ოთხი წლის შემდეგ რუსეთმა პირველად გამოაქვეყნა ინფორმაცია კრეისერ “მოსკვაზე“ დაღუპული მეზღვაურების შესახებ

0
რუსეთის დასავლეთის ოლქის მეორე სამხედრო სასამართლომ უკრაინის საზღვაო ძალების 406-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაურს, ანდრეი შუბინს, დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის საქმესთან დაკავშირებით. ბრალდების თანახმად, 2022 წლის აპრილში სწორედ ანდრეი შუბინის ბრძანებით იქნა მიტანილი სარაკეტო იერიში კრეისერ „მოსკვასა“ და ფრეგატ „ადმირალ ესენზე“.
„აფეთქების, ხანძრისა და კვამლის შედეგად კრეისერის ეკიპაჟის ოცი წევრი დაიღუპა, ოცდაოთხმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ხოლო რვა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მათ შორის გემის გადარჩენის პროცესში, რომელიც ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა“, - ნათქვამია რუსეთის სამხედრო სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა და რომელიც მალევე აიღეს.
როგორც სამხედრო ექსპერტები შენიშნავენ, კრეისერზე დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა აქამდე არ იყო გამჟღავნებული.


თავდაპირველად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კრეისერზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა, 27 მეზღვაური კი დაკარგულად გამოცხადდა. მოგვიანებით სასამართლომ დაღუპულად გამოაცხადა 17 მეზღვაური.
BBC-ს რუსული სამსახური და Mediazona იუწყებიან, რომ მათ დაადგინეს 22 დაღუპული მეზღვაურის პირადი მონაცემები. გამოცემა „აგენტსვოს“ ცნობით, ჩაძირული კრეისერის ეკიპაჟის ორი მესამედი, სავარაუდოდ, სავალდებულო სამსახურში გაწვეულებისგან შედგებოდა.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი „მოსკვა“კუნძულ ზმეინთან ახლოს 2022 წლის 14 აპრილს ჩაიძირა. უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ გემზე იერიში მიტანილი იქნა „ნეპტუნის“ რაკეტებით.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России