Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28
29
30
31

აშშ-დან გამოფრინდა რუსეთის მოქალაქეების სადეპორტაციო რეისი

0

აშშ-ის არიზონის შტატის ქალაქ მესადან 25 იანვრის დილით გამოფრინდა საგანგებო, სადეპორტაციო რეისი, რომლის ბორტზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან. ეს ინფორმაცია ორგანიზაცია Russian America for Democracy in Russia-ის ხელმძღვანელმა, დმიტრი ვალუევმა მიაწოდა გამოცემებს "ვიორსტკა" და "აგენტსტვო".

"ვიორსტკის" თანახმად, იმის შესახებ, რომ მორიგი მასობრივი დეპორტაცია 25 იანვარს იგეგმებოდა, წერდნენ ელექტრონულ მიმოწერაშიც, სადაც განიხილავენ რუსეთის იმ მოქალაქეების გაძევებას, რომლებსაც აშშ-ში თავშესაფარის გამოყოფაზე უარი უთხრეს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ესაა მეხუთე ასეთი რეისი ერთი წლის, და პირველი ახალ, 2026 წლის განმავლობაში. მანამდე რუსეთის მოქალაქეების დეპორტაცია ვაშინგტონმა განახორციელა ივნისში, აგვისტოსა და დეკემბერში.

უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფება ბორტზე, ვრცელდება ცნობები, რომ ამავე რეისით ხორციელდება ირანის მოქალაქეებისა და არაბულენოვანი ქვეყნებიდან ლტოლვილების დეპორტაცია. შაბათის მონაცემებით, დეპორტაციისთვის ამზადებდნენ რუსეთის 20-მდე მოქალაქეს.

ვალუევი ამბობს, რომ მათი ნაწილი დეპორტაციამდე გაგზავნეს გადავსებულ საკნებში. ამავე დროს, როგორც იუწყებიან, გამოფრენამდე რეისიდან მოხსნეს რამდენიმე პირი, რომელთა ლტოლვილის სტატუსის მოსაპოვებელი საქმეებიც ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

სადეპორტაციო რეისი გაფრინდა ნიუ-ჰემფშირის ქალაქ პორტსმუტში, იქიდან კი საზღვარგარეთ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვარაუდით, დეპორტაცია, როგორც უწინდელ შემთხვევებში, განხორციელდება კაიროს გავლით. დეპორტირებულ პირებს ფაქტობრივად არ აქვთ საშუალება დარჩნენ მესამე ქვეყანაში და თავიდან აირიდონ რუსეთში დაბრუნება.

რუსეთში ჩასვლის შემდეგ მგზავრებს აეროპორტში ეფესბეს თანამშრომლები უტარებენ დაკითხვას. აშშ-დან დეპორტირებული სულ მცირე ორი პირი - ყოფილი სამხედრო, არტიომ ვოვჩენკო და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი, ლეონიდ მელიოხინი - რუსეთში ჩასვლის შემდეგ დააპატიმრეს, სისხლის სამართლის საქმეების გამო.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России