Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
31

"უნივერსიტეტების შეერთება ვერ იქნება რეფორმა" - სტუ-ს ლექტორები და სტუდენტები აქციას მართავენ

0

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქციას მართავენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. აქციის მონაწილეები გამოდიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაანონსებული გეგმის წინააღმდეგ, გააერთიანონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი.

"ჩვენ მივესალმეთ განათლების რეფორმას, კარგია თუ რეფორმას დადებითი შედეგი მოჰყვება, მაგრამ უნივერსიტეტების შეერთება ვერ იქნება რეფორმა", - თქვა ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ლექტორმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

"ყველა ცალსახად წინააღმდეგია ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმების, ჩვენ გაუქმებას ვუწოდებთ ამას", - უთხრა რადიო თავისუფლებას სტუ-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ლუდმილა კვეკვესიკრმა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გადაწყვეტილება ორი უნივერსიტეტის შერწყმის შესახებ, მათთან კონსულტაციის გარეშე მიიღეს, რაც მიუღებელია. ლექტორები და სტუდენტები მოითხოვენ, ცვლილების განხილვისას საკომიტეტო მოსმენებში ჩართონ.

უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს დამოუკიდებლად არსებობის ასწლიანი ისტორია და თავისი გამორჩეული ნიშა.

"ნიშა შექმნა ამ უნივერსიტეტმა, ამისთვის უნივერსიტეტმა ბევრი გააკეთა. ყველაფერს ველოდით ამის გარდა, რომ ეს უნივერსიტეტი გაუქმებულიყო", - უთხრა სტუ-ს თანამშრომელმა ლია მსხილაძემ რადიო თავისუფლებას.

გუშინ, 29 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაწყებულმა საპროტესტო აქციამ ტექნიკურ უნივერსიტეტთან გადაინაცვლა, სადაც ასევე აქცია გამართეს ამ უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

დემონსტრანტებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, არ უგულებელყონ სტუდენტებისა და ლექტორების ნება და უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ ინიციატივა გაიწვიონ.

სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი შეკითხვის პასუხად თქვა, რომ უდასტურებს პატივისცემას უნივერსიტეტის თითოეულ პროფესორს და სტუდენტს, "ვისაც შეიძლება ჰქონდეს გულწრფელი კითხვები" უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით. პაპუაშვილის თქმით, "პრემიერ-მინისტრი პირადად არის ჩართული და ყველა კითხვას, თუკი რამე არსებობს, პასუხი გაეცემა".

„ვინც კეთილსინდისიერად დაფიქრდება, ყველა მიხვდება, რომ ეს მხოლოდ სასარგებლოა ორივე უნივერსიტეტისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ამით გვექნება უმაღლესი დონის განათლება“, - თქვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, უმაღლესი საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამის შესახებ მან გუშინ, 29 იანვარს, ბრიფინგზე განაცხადა.ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა ტელეეთერებიდან, გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს, რომ 100-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი გახდება.რექტორი დავით გურგენიძე ამბობს, რომ ეს ამბავი წინა დღით გაიგო.უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის 17 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მოქმედი განათლების სისტემა ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს და რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „ამბიციური მიზანი“, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იმავენაირი განათლება, როგორსაც უცხოეთში იღებენ.

„ქართული ოცნების“ მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.

რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას. უნივერსიტეტებიდან კრიტიკულ პოზიციას გამოხატავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России