Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

Human Rights Watch-ის ანგარიშში მწვავედ არიან გაკრიტიკებული აშშ და რუსეთი

0

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც მიმოხილულია მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2025 წელს, სხვა საკითხებთან ერთად, გაკრიტიკებულია აშშ და რუსეთი. დოკუმენტი შეიცავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის მწვავე კრიტიკას, რომელსაც ავტორები ადანაშაულებენ როგორც შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ასევე იმაში, რომ ამერიკული დიპლომატიისთვის ადამიანის უფლებების დაცვა აღარ არის პრიორიტეტული. ასევე მწვავე კრიტიკის ობიექტია რამდენიმე სხვა ქვეყანა, მათ შორის ინდოეთი, თურქეთი, ფილიპინები და უნგრეთი, სადაც ავტორიტარული ტენდენციები იზრდება.

თავად ტრამპი და მისი ადმინისტრაცია თანმიმდევრულად აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ პოლიტიკას აფუძნებენ პრინციპზე „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და იბრძვიან პირველ რიგში ამერიკელი ხალხის ინტერესების დასაცავად, ხოლო თავიანთ ოპონენტებს მემარცხენე-ლიბერალური გარემოდან, რომელსაც ისინი ბევრს საერთაშორისო ორგანიზაციასაც მიაკუთვნებენ, ბრალს სდებენ გლობალისტური, ანტიამერიკული ნარატივების ხელშეწყობაში.

HRW-ის ანგარიში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თვითონ ის შარშან რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა.

შარშან წლის ბოლოსთვის რუსეთში პოლიტპატიმრების რაოდენობა 1217-მდე გაიზარდა, მათ შორის 108 ქალია (HRW ამ რიცხვებისთვის უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“ მონაცემებს იშველიებს). ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება აქტიურად იყენებს სისხლის სამართლის მუხლებს, რომლებიც პირადი მოსაზრებების გამოხატვის წინააღმდეგაა მიმართული. მათ შორის სანონებს არმიის დისკრედიტაციის, მის შესახებ ე.წ. ყალბი ინფორმაციის გავრცელების, უცხოელებთან კონფიდენციალური თანამშრომლობისა და არასასურველ ან ექსტრემისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობის თაობაზე.

ანგარიშში მოყვანილია ომის საწინააღმდეგო განცხადებებისთვის მკაცრი განაჩენების მაგალითები, მათ შორის ჟურნალისტებისთვის, რომლებიც თანამშრომლობდნენ ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებულ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდთან“.

2025 წელს 215 პირი, ძირითადად ფიზიკური პირები, გამოცხადდა ე.წ. „უცხოეთის აგენტად“, ხოლო 78 ორგანიზაცია - არასასურველად. ეს მაჩვენებლები აღემატება 2024 წლისას. ასევე დაწესდა ახალი შეზღუდვები „უცხოეთის აგენტებისთვის“, მათ შორისაა ინტელექტუალური საქმიანობიდან და ინვესტიციებიდან შემოსავლის მიღების აკრძალვა.

ანგარიშში აღნიშნულია ლგბტ თემის წევრების დევნის ზრდა, მათ შორის რეალური პატიმრობა, ასევე გამომცემლების, წიგნის მაღაზიებისა და ონლაინპლატფორმების წინააღმდეგ მასშტაბური ჯარიმები. ასევე აღნიშნულია აბორტის პოლიტიკის გამკაცრება და ე.წ. უშვილობის პროპაგანდისთვის სასჯელების შემოღება. ცალკე აღინიშნა ციფრული კონტროლისა და საინტერნეტო ცენზურის გამკაცრება, მათ შორის ექსტრემისტული შინაარსის მასალების ძიებისთვის ჯარიმების შემოღება. უკრაინის შესახებ სტატიაში განხილულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულები, კერძოდ, აღნიშნულია, რომ გაეროს მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე დადასტურებულია 14 999 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი, გარდა ამისა, 40 000-ზე მეტი დაშავდა. ასევე განხილულია ადამიანის უფლებების დარღვევები რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России