Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ანალიტიკოსები: რაც უფრო ღარიბია რუსეთის რეგიონი, მასზე მით უფრო მეტი დანაკარგი მოდის უკრაინასთან ომში

0

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში რუსეთის სამხედროების დანაკარგების რეგიონებზე განაწილება, როგორც წესი, წარიმართება კანონზომიერებით - რაც უფრო მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი ამა თუ იმ რეგიონში, მით უფრო მაღალია დანაკარგებიც. ეს მონაცემები მოტანილია ბიბისის რუსული სამსახურის მასალაში - რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება გამოცემა The Bell-ის მიერ მანამდე გამოქვეყნებულ ანალიზს, ალექსანდრ კოლიანდრის ავტორობით.

"მედიაზონასთან" და მოხალისეებთან თანამშრომლობით ბიბისის ჟურნალისტებმა 6 თებერვლისთვის დაადგინეს უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ დაღუპული 173 ათასზე მეტი რუსი სამხედროს სახელები. საქმე ეხება დანაკარგებს, რომლებიც დასტურდება ღია წყაროებით - ომში დაღუპულთა რეალური მონაცემი, დიდი ალბათობით, უფრო მაღალია.

კოლიანდრმა გააანალიზა მოხალისეთა მიერ შეკრებილი დემოგრაფიული მონაცემები. მის კვლევაში აღნიშნულია, რომ, მაგალითად, ზაბაიკალის მხარეში - სადაც, ოფიციალური მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 15 პროცენტზე მეტი ცხოვრობს - მოქალაქეებს ომში დაღუპვის 15-ჯერ მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მოსკოველებს. მოსკოვზე მოდის რეგიონის მოსახლეობას შორის დაღუპულთა მხოლოდ 0,02 პროცენტი - რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის ტუვის და ჩუკოტკის რეგიონებზე (0,5%), ასევე ბურიატიაზე (0,4%). ეს რეგიონებიც ღარიბი ადგილების ნუსხაშია.

ზოგადი ტენდენციიდან გამონაკლისია ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკა - რომლებიც, ოფიციალური სტატისტიკით, ღარიბი რეგიონებია, თუმცა მათში ერთ სულ მოსახლეზე დანაკარგების მაჩვენებელი მოსკოვის და სანკტ-პეტერბურგის მონაცემებს უტოლდება. "იქ ძლიერია ოჯახური კავშირები და დიდია ჩრდილოვანი ეკონომიკის პროცენტი, ამდენად, ფორმალურად, იქ ბევრი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მაგრამ რეალურად მათი პირობები შესაძლოა სხვა რეგიონების მაცხოვრებლებისაზე უკეთესი იყოს" - ამბობს ალექსანდრ კოლიანდრი.

ანალიტიკოსის აზრით, რეგიონების მიხედვით დანაკარგების განაწილება მოწმობს, რომ კრემლი ცდილობს "ომის სირთულე და დანაკარგების ტვირთი" რაც შეიძლება შორს დაიჭიროს მოსკოვისგან, სანკტ-პეტერბურგისგან და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისგან.

მოხალისეების მონაცემების თანახმად, დაღუპულთა 56 პროცენტი ამჟამად მოდის მოხალისეებიზე, მობილიზებულ პირებზე და მსჯავრდადებულებზე, რომლებიც ომში კოლონიებიდან წაიყვანეს.

რუსეთის არმიის დანაკარგების რეალური მონაცემი, ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა მონაცვლეობდეს 267 000-დან 385 500-მდე პირს შორის. მოსკოვი ოფიციალურად არ აქვეყნებს მონაცემებს დანაკარგებზე.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России