Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

კუბა აცხადებს, რომ საავიაციო საწვავი ამოეწურა

0

კუბის ხელისუფლებამ 9 თებერვალს ქვეყანაში რეისების განმახორციელებელი საერთაშორისო ავიაკომპანიები გააფრთხილა, რომ სამშაბათისთვის კუნძულზე ამოიწურება საავიაციო საწვავის მარაგი.

ავიაკომპანიებისადმი განკუთვნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავებისთვის საჭირო საწვავი არ იქნება, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში - 11 მარტამდე. ორი დღით ადრე ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საწვავის ამჟამინდელი კრიზისი ავიამიმოსვლას არ შეეხებოდა.

საავიაციო საწვავის მიწოდების საკითხებში კუბა ბოლო ხანებში ეყრდნობოდა ვენესუელას, სადაც ხელისუფლებაში იყო ჰავანის მეგობარი რეჟიმი, ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან - როცა აშშ-მა დე ფაქტო ბლოკადა დააწესა ვენესუელიდან ნავთობის ექსპორტზე - კუბას კარაკასისგან არ მიუღია არც ნედლი ნავთობი და არც მისი გადამუშავებული პროდუქტები. მიწოდება არ განახლებულა არც მას მერე, რაც აშშ-მა სპეცოპერაციის შედეგად მადურო დააპატიმრა და აშშ-ში გადაიყვანა.

აშშ-მა იანვარში გამოაცხადა, რომ ზომებს გაატარებს კუბისთვის საწვავის მიწოდების აღსაკვეთად - კერძოდ, დამატებით ტარიფებს დაუწესებს მიმწოდებელ სახელმწიფოებს.

საინფორმაციო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ბლოკადის დაწესების გამო კუბაში პირველად არ იქმნება საავიაციო საწვავის კრიზისი. შარშან ავიაკომპანიები ამ პრობლემის გადასაჭრელად საწვავით მარაგდებოდნენ მეზობელ ქვეყნებში - პანამაში, ბაჰამის კუნძულებზე, დომინიკელთა რესპუბლიკაში და საკუთრივ აშშ-შიც. გავრცელებული ცნობებით, ორშაბათს, 9 თებერვალს, კუბაზე რეისების უმრავლესობა განრიგის თანახმად ხორციელდებოდა.

კუბაში დაფრინავს მათ შორის რუსეთის ავიაკომპანიები, "აეროფლოტი", "რასია" და Nordwind Airlines-ი. ტელეგრამის არხი Mash-ი 9 თებერვალს მგზავრებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გადაიდო "რასიას" რეისი მოსკოვიდან ჰავანაში და თან გამოცხადდა, რომ ეს მოხდა კუბაში საწვავის კრიზისის გამო. თუმცა თვითმფრინავი შემდეგ ჰავანაში მაინც გაფრინდა, ოღონდ მგზავრების გარეშე. ტუროპერატორების ასოციაციამ დაადასტურა, რომ კუბაზე ცარიელი თვითმფრინავი გაფრინდა, იქიდან რუსი ტურისტების უკან წამოსაყვანად.

9 თებერვალს, დღისით, "აეროფლოტმა" გამოაცხადა, რომ განაგრძობს კუბაში ფრენას, თუმცა განახორციელებს მარშრუტის კორექციას და საწვავისთვის დამატებით ადგილას დაეშვება.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ მიმართავს "სულისშემხუთველ ზომებს" კუბასთან მიმართებით, ხოლო რუსეთის ხელისუფლება "კუბელ მეგობრებთან" მსჯელობს შექმნილი პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებზე, სულ მცირე, შესაძლებელი დახმარების გაწევით. რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი, პესკოვს არ დაუკონკრეტებია.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России