Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

"შეჩერდეს გადაწყვეტილების აღსრულება" - ილიაუნის კურსდამთავრებულებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

0

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთები განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეიცვალოს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც, მათი აზრით, უნივერსიტეტის განადგურებაა.

რამდენიმე მოთხოვნით მათ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად არიან შეშფოთებულები 12 თებერვალს განათლების ,,რეფორმის” ფარგლებში დაანონსებული სიახლეების შესახებ და წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვას.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იდენტობა ჩამოაყალიბა და წარმატება განსაზღვრა უამრავი ადამიანის თავდაუზოგავმა შრომამ. შედეგად, ილიას უნივერსიტეტი არის წამყვანი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. გარდა ამ ტიპის მიღწევებისა, ილიაუნის ნაწილია ათეულობით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში არამარტო აგროვებენ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ მონაწილეობენ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში“, - წერია განცხადებაში.

მათი მოსაზრებით, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მხოლოდ პედაგოგიკური პროფილის დატოვება და სტუდენტების მისაღები კვოტების 300 ადგილამდე შემცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განადგურებას;

„ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება დასავლურ საგანმანათლებლო სივრცესთან თანამშრომლობას, ბოლონიის პროცესს და სპობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომავალს; ილიაუნის წინააღმდეგ მიმართული ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება არის დარტყმა მთელ საზოგადოებაზე“.

ილიაუნის კურსდამთავრებულები მოითხოვენ:

დაუყოვნებლივ შეჩერდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება;ნებისმიერი რეფორმის შემუშავებაში, რომელიც ეხება უმაღლეს განათლებას უზრუნველყოფილ იქნეს საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა;დაცული იყოს კონსტიტუციით განსაზღვრული აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, - რომელსაც მნიშვნელოვნად ეზღუდება სასწავლო პროგრამები, - მომავალ სასწავლო წელს მხოლოდ 300 სტუდენტის მიღების უფლება ექნება საბაკალავრო პროგრამებზე.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ნაწილად 12 თებერვალს წარადგინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდათ სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება.

„გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!“ - დაწერა ფეისბუკში ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ამ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ.

ბოლო რამდენიმე დღეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციებს მართავენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ისინი უნივერსიტეტის წინ აქციაზე 14 თებერვალსაც შეიკრიბნენ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России