Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა "ჩრდილოვანი ფლოტის" გემების კაპიტნებს

0

შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც ახალი სანქციები დაწესდა, კერძოდ, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის იმ გემების 225 კაპიტნის წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტს ახორციელებენ. ამის შესახებ მისი პრესსამსახური იტყობინება.

ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებებს შეზღუდვების ორ ახალ პაკეტზე. ისინი მოიცავს უკრაინაში აქტივების ბლოკირებას, ქვეყნის თავზე ფრენის აკრძალვას და მიწის შესყიდვის აკრძალვას.

სანქციების ერთ-ერთი პაკეტი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ფუნქციონირებას უკავშირდება. იმათ შორის, ვისაც შეეხო ახალი ზომები, არიან 11 ქვეყნის მოქალაქეები. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, შავ, წითელ და ბალტიის ზღვებში სიტუაციის მონიტორინგმა აჩვენა, რომ სანქციების სიაში შეყვანილი კაპიტნები მართავდნენ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს და ნავთობი გადაჰქონდათ ევროკავშირის, დიდი შვიდეულის და სხვა სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების დარღვევით, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“.

სანქციების მეორე პაკეტი ვრცელდება რუსეთის 46 მოქალაქეზე, ირანის ორ მოქალაქეზე და 44 რუსულ კომპანიაზე, რომლებიც ემსახურებიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. ჩამოთვლილი კომპანიები აწვდიან, ავითარებენ, აწარმოებენ და არემონტებენ აღჭურვილობას, ელექტრონულ საბრძოლო სისტემებს და სათადარიგო ნაწილებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის. მათი პროდუქცია გამოიყენება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, მოიერიშე და სადაზვერვო დრონების, მცირე ზომის იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში.

„ირანის ორი მოქალაქე მონაწილეობს საავიაციო სათადარიგო ნაწილებისა და კომპონენტების მიწოდებაში სანქციების დარღვევით. ეს მოხდა ირანის საჰაერო ხომალდების წარმოების კორპორაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთის პარტნიორია Shahed დრონების შემუშავებასა და წარმოებაში და უკვე ექვემდებარება სანქციებს უკრაინის, შეერთებული შტატების, შვეიცარიისა და ახალი ზელანდიის მხრიდან“, აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

„ჩრდილოვან ფლოტს“ უწოდებენ ტანკერებს, რომლებსაც მოსკოვი იყენებს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლით.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России