აბესაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მერია სპეციალური განცხადებით ეხმაურება
თბილისის მერია, აბესაძის ქუჩაზე დღეს გაჩენილ ხანძარს სპეციალური განცხადებით ეხმაურება და არ გამოირცხავს, რომ შემთხვევა ხელოვნურად ყოფილიყო გამოწვეული. „ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხანძარი ხელოვნურად არის გამოწვეული. კერძოდ, გ. აბესაძის ქუჩა N 23/1-ში მდებარე სამშენებლო მოედანზე, სადაც 2012-13 წლებში შენობის დემონტაჟი მოხდა, განთავსებული იყო, შპს „ლეგსის“ კუთვნილი წყლის, კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემის პლასტმასის […]