Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28

რუსეთში "დისკრედიტაციისთვის" დააჯარიმეს საქველმოქმედო ფონდის "სახლი შუქურით" ხელმძღვანელი, ლიდია მონიავა

0

მოსკოვის სასამართლომ 45 ათასი რუბლის (დაახლოებით 580 ამერიკული დოლარი) ოდენობის ჯარიმა დაუწესა საქველმოქმედო ფონდისა და ბავშვთა ჰოსპისის, "სახლი შუქურით" ხელმძღვანელ ლიდია მონიავას, ადმინისტრაციული მუხლით, რომელიც ეხება არმიის ე.წ. დისკრედიტაციას. ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა "მედიაზონა".

იუწყებიან, რომ სასამართლო სხდომას არც მონიავა და არც მისი ადვოკატი არ დაესწრნენ.

პროტოკოლის შედგენის საბაბი გახდა მონავას მიერ ტელეგრამის არხით გამოქვეყნებული სამი პოსტი. ერთ-ერთი მათგანია 2025 წლის 8 იანვარს გამოქვეყნებული ბმული The Moscow Times-ის მასალაზე "საშობაო მიმართვა მეგობრებს", რომელიც მიემართებოდა ემიგრაციაში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს. "უკვე სამი წელია გრძელდება საზარელი ომი, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ გააჩაღა. ამან უკრაინის ხალხს უსაზღვრო ტანჯვა მიაყენა და ღრმად დაასნეულა თავად რუსეთიც" - ნათქვამია პუბლიკაციაში.

2025 წლის 6 აპრილს მონიავამ დაწერა უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულ ბავშვებზე, ამავე წლის 13 აპრილს იგი შეეხო ოჯახის დაღუპვას ქალაქ სუმიში, რუსეთის არმიის იერიშის შედეგად. "როცა ახალ ამბებს კითხულობ, შეუძლებელია არ წარმოიდგინო, რომ დღეს რაკეტა ჩემს ნოვოსლობოდსკის ქუჩაზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსს მოხვდა" - წერდა მონიავა.

პროტოკოლის შესახებ იანვარში გახდა ცნობილი, მაშინ მონიავა აცხადებდა, რომ "სახლი შუქურით" ჩვეულებრივად განაგრძობდა მუშაობას.

მონიავა თანადამფუძნებელია მოსკოვში მოქმედი საბავშვო ჰოსპისისა "სახლი შუქურით", ხოლო 2018 წელს იგი ხელმძღვანელობდა ამავე სახელის საქველმოქმედო ფონდს, რომელიც მძიმედ დაავადებულ ბავშვებს და ახალგაზრდებს პალიატიური და სარეაბილიტაციო დახმარების მიღებაში ეხმარება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მონიავამ დააარსა ცალკე მოქმედი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც უკრაინიდან, რუსეთის სასაზღვრო რეგიონებიდან და მთიანი ყარაბაღიდან იძულებით წასულ ხალხს ეხმარებოდა. ამ ფონდმა 2025 წლის სექტემბერში შეწყვიტა მუშაობა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России