Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2026
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

აშშ-ის პირველი ლედი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას გაუძღვება

0

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი ორშაბათს, 2 მარტს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს. განცხადება ამის შესახებ გასულ კვირას გაკეთდა, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები ომს დაიწყებდა ირანის წინააღმდეგ.
მელანია ტრამპის ოფისმა განაცხადა, რომ ყოფილი მოდელი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიაში შევა - აიღებს ჩაქუჩს, როდესაც შეერთებული შტატები უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას მიიღებს, რათა ხაზი გაუსვას განათლების როლს ტოლერანტობისა და მსოფლიო მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში“.

გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა სტეფან დიუჟარიკმა დაადასტურა, რომ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც პირველი ლედი, ან ქალი პრეზიდენტის შემთხვევაში, პირველი ჯენტლმენი, უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს სხდომას.

მარტიდან აშშ უშიშროების საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ხდება.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მესამე ცოლი ჩართულია დიპლომატიურ საქმიანობაში, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მუშაობა რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების გასათავისუფლებლად.

ბოლო წლებში შეერთებულ შტატებსა და გაეროს შორის პოლიტიკური და ფინანსური დაძაბულობა გაიზარდა, ვაშინგტონი უკმაყოფილოა თავისი, როგორც ფინანსური პრობლემების მქონე გაეროს ბიუჯეტის მთავარი დონორის, როლით.

ბევრი დამკვირვებელი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლას თავისი ე.წ. მშვიდობის საბჭოთი, რომელმაც გასულ თვეში ვაშინგტონში პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე რამდენიმე ქვეყანამ პირობა დადო, რომ თანხებს და პერსონალს გამოყოფენ ისრაელის იერიშების შედეგად დანგრეული ღაზის სექტორის აღსადგენად.
დონალდ ტრამპმა გასულ წელს თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, მხარდაჭერა შეუწყვიტა გაეროს რამდენიმე მნიშვნელოვან სააგენტოს, მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

გაერომ ცოტა ხნის წინ რეფორმების პროგრამა დაიწყო და სულ რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონმა ორგანიზაციის რეგულარულ ბიუჯეტში 160 მილიონი დოლარი შეიტანა - მას შემდეგ, რაც 2025 წელს არაფერი გადაუხდია.

თუმცა შეერთებულ შტატებს გაეროს ვალი კვლავ აქვს, 4 მილიარდი დოლარის ოდენობით რეგულარული ბიუჯეტისა და სამშვიდობო მისიების ხარჯებისთვის. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის შესახებ გააკეთა განცხადება.

აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანია შაბათს დაიწყო თეირანის და სხვა ქალაქების დაბომბვით. იერიშის დროს მოკლეს ირანის უზენაესი მმართველი, აიათოლა ალი ხამენეი.
ირანს საპასუხოდ იერიში მიაქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России