შს მინისტრი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს შეხვდა (ვიდეო)
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს, კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდა. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და სამომავლო, კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს. კონტრ-ადმირალმა ქართულ მხარეს ნატო-ს ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევაში“ გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ […]