„ეს აბსოლუტურად ნორმალური შეკითხვაა, მაგრამ რატომ იყო მიმართული ბიძინა ივანიშვილისადმი გაუგებარია“
ექსპერტი მამუკა არეშიძე დეპუტატ ელისო ჩაფიძის იმ განცხადებას უკეთებს კომენტარს, როდესაც ჩაფიძემ ტყიბულელი მეშახტეების ბედთან დაკავშირებით ექსპრემიერ ივანიშვილს მიმართა. მამუკა არეშიძე ამ თემაზე გაზეთ „ახალ თაობას“ ესაუბრა. „ელისო ჩაფიძემ დასვა შეკითხვა, რომელიც მეშახტეების ბედს ეხება. ეს აბსოლუტურად ნორმალური შეკითხვაა, მაგრამ რატომ იყო მიმართული ბიძინა ივანიშვილისადმი, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ჯობდა, ეს მიმართული ყოფილიყო პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობისადმი, […]