მთავრობამ რამდენიმე კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე გაფორმებული მემორანდუმები შეუწყვიტა
მთავრობამ რამდენიმე კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმები შეუწყვიტა. შესაბამისი განკარგულებები, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელს აწერს, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განკარგულებების თანახმად, შეწყვეტილია საქართველოს მთავრობასა და შპს “Royal Haskoning DHV”-ს შორის 2013 წლის 30 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა ჰიდროელექტროსადგურის ნაწილში. აღნიშნულ კომპანიას მდინარე ტეხურაზე 4 ჰიდროელექტროსადგური უნდა აეშენებინა, […]