გადაცემის დაწყებამდე ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ პირდაპირ ეთერში იგეგმებოდა პროვოკაცია
მთელი დღეა ვეცნობი სხვადასხვა ტიპის მოსაზრებებს “იმედის” გუშინწინდელი გადაცემის შესახებ. 1. ჯერ კიდევ გადაცემის დაწყებამდე ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ პირდაპირ ეთერში იგეგმებოდა პროვოკაცია. მაია ორჯონიკიძის სრულიად ავადმყოფურ, პათოლოგიურ, ხანგრძლივ და მონოტონურ შეურაცხყოფასა და ცილისწამებას ბუნებრივად უნდა მოჰყოლოდა ჩემი აღშფოთება-გაღიზიანება და პირდაპირ ეთერში მას ფიზიკურად უნდა შევხებოდი. მოკლედ, უნდა გამეგლიჯა შუაზე. ცხადია, ამ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში ჩემი […]