ბოლო ინფორმაციით სამებაში ხანძარი ლიკვიდირებულია
სამების ტაძრის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურში “მარშალპრესს”-ის ჟურნალისტს განუცხადეს ხანძარი 1200 კვ.მ ფართს ეკიდა, რომელიც ტაძრის სტამბაში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო მანქანა და 100 მეხანძრე-მაშველი. გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფეთქების საშიშროება არსებობდა სიმართლეს არ შეესაბამება. განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.