გია გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ “მაესტროში” მაკა ასათიანის წილის შეძენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ტელეკომპანია “მაესტროს” 55% წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე 2030.news-თან საუბარში ადასტურებს, რომ მაკა ასათიანის 25% წილის შეძენაზე მოლაპარაკებები ასათიანის მეუღლესთან, კოტე გოგელიათან მიმდინარეობს. როგორც გია გაჩეჩიალძე ამბობს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკვე შეიძინა ასათიანის წილი, არასწორია, თუმცა მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. გაჩეჩილაძემ არც ის თანხა დაასახელა, რომელსაც კოტე გოგელიას წილის სანაცვლოდ სთავაზობს.