ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერია
სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრმა უწყებებმა საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 1 წლის ანგარიში წარადგინეს. დოკუმენტი გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერით შემუშავდა და 2015 წლის მარტში დამტკიცდა. საქართველო ევროკავშირის პირველი […]