“კიდევ ერთი პროფესიონალი, ახალგაზრდა, კეთილშობილი და საინტერესო ადამიანი დააკლდა ჩვენს ქვეყანას”
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ჟურნალისტ ზვიად თხელიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. “საშინელი ტრაგედია დატრიალდა დუშეთში, ხადას ხეობაში… გადაღების დროს დაიღუპა ჟურნალისტი ზვიად თხელიძე… ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს ამ უმძიმესს დანაკლისს. სამწუხაროდ კიდევ ერთი პროფესიონალი, ახალგაზრდა, კეთილშობილი და საინტერესო ადამიანი დააკლდა ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს”– ნათქვამია კახა კალაძის სამძიმრის წერილში.