სტიქია საჩხერეში- სოფელი სპეთი გარესამყაროს მოწყდა
საჩხერის რაიონის სოფელი სპეთი გარესამყაროს მოწყდა-რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და მიწები დაიტბორა. სტიქიამ სოფლამდე მისასვლელი მთავარი გზა წაიღო. 30-ზე მეტი ოჯახი გარესამყაროს მოწყდა. გამგეობის წარმომადგენლები გაეცნენ სიტუაციას და მოსახლეობას დახმარებას შეპირდნენ.