არქიმადრიტი გაბრიელი: ცუდად გამომივიდა ცხელ გულზე, აფექტურ მდგომარეობაში გავაკეთე ის კომენტარი
არქიმანდრიტი გაბრიელ კახელიშვილის განცხადებით: სამართალმდამცველების მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. „ცუდად გამომივიდა. „ცხელ გულზე, აფექტურ მდგომარეობაში გავაკეთე ის კომენტარი, სინამდვილეში არ ყოფილა არანაირი ფიზიკური დაპირისპირება და რაიმე ხელჩართული ბრძოლა. უბრალოდ მანქანაში ჩასმის დროს, ხელები შებოჭილი მქონდა და სისწრაფისგან მოხდა ისე, რომ მივარტყი თავი“, განაცხადა გაბრიელ კახელიშვილმა