სოფელ კუმისის შემდეგ უცნობი მამაკაცი უკვე კოდის მცხოვრებლებს აშინებს
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სოფელ კუმისის შემდეგ უცნობი მამაკაცი უკვე კოდის მცხოვრებლებს აშინებს. კოდის მოსახლეობის მტკიცებით, ღამის საათებში მათი სახლების სიახლოვეს ნიღბიანი პირი დადის. მამაკაცმა ერთ-ერთი სახლის ფანჯარაც ჩაამსხვრია. ხალხი შეშინებულია. სოფელში საპატრულო პოლიციის რიცხვი გაზრდილია. ადგილობრივ პოლიციაში უჭირთ მოქალაქეების განცხადების დაჯერება.