თურქეთში 38 ათასს მსჯავრდებულს გაათავისუფლებენ
თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე დაპატიმრებულ 38 ათასს მსჯავრდებულს გაათავისუფლებენ. როგორც თურქეთის იუსტიციის მინისტრის განმარტავს, პატიმართა გათავისუფლება რეფორმის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიზანს ციხეების განტვირთვა წარმოადგენს. გათავისუფლებული პატიმრები ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან. უცხოური მედიის ცნობით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთში ამბოხების მცდელობის შემდეგ განხორციელებული მასობრივი დაპატიმრებების შემდეგ მიიღო. 16 ივლისს, თურქეთში სახელმწიფო გადატრიელების მცდელობის შემდეგ, 26 ათასი ადამიანი დააკავეს, მათ […]