ბექაური ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან გეგმავდა, სადაც მავთულხლართებია განლაგებული
ბექა ბექაური წარდგენილ ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან გეგმავდა, სადაც მავთულხლართებია განლაგებული – განაცხადა ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულ ბექაურის ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ბექაური ტერაქტის ორგანიზატორად მხოლოდ საკუთარ თავს ასახელებს და ამბობს, რომ განხორციელებასაც მარტო გეგმავდა. ”ბექაური აღიარებს, რომ აპირებდა ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან, იქ, სადაც მავთულხლართებია განლაგებული. […]