“ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი მიზანი საქართველოს გაერთიანებაა”
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომელიც ბათუმში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა: “ძალიან საინტერესო და ორმაგად საყურადღებო შეხვედრა იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი უწყება პასუხისმგებელია სამოქალაქო ინტეგრაციაზე. ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქემ, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა თავი იგრძნოს თანასწორად და ქვეყნის საზოგადოებრივ განვითარების ყველა სფეროში მაქსიმალურად ჩაერთოს. ამ ამოცანების შესასრულებლად გვაქვს […]