შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან – რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
სომხეთის რესპუბლიკაში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა. პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-სომხეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურდა კულტურულ სფეროში არსებული თანამშრომლობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს. პრემიერ-მინისტრებმა გამოხატეს სრული მზაობა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა […]