„ქართული ოცნებაა“ ის ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე“
კახა კალაძემ სოფლის მცხოვრებლებს ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია და ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია წარუდგინა. „ჩვენ გვყავს წარმოდგენილი ორი მართლაც ღირსეული ადამიანი, ლაშა გოგია და ირაკლი ბერაია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები გრძნობენ დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც, იღებენ თქვენს წინაშე. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი, რაც ამ 4 წლის განმავლობაში მოვახერხეთ და გავაკეთეთ. […]