გაეროს სამიტზე დევნილებთან და მიგრანტებთან დაკავშირებული დეკლარაცია მიიღეს
0
ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ სამიტზე 193 ქვეყნის ლიდერმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს დევნილებთან დაკავშირებულ დეკლარაციას. ამის შესახებ გაეროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.