დარღვევები და საჩივრები არჩევნების პარალელურად – ცესკო-ს განცხადება
ცესკო-ს ინფორმაციით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე 7 საჩივარია დაწერილი. ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, საჩივრები მცირე პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განმარტა, რომ ერთ-ერთ საჩივარში აღნიშნულია, თითქოს კენჭისყრის პროცესი 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა და საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე პირველი ამომრჩევლის მისაღებად მზად იყო. […]