საუბნო საარჩევნო კომისიებში დაფიქსირებულ ფაქტებზე ცესკო განცხადებას ავრცელებს
ცესკო საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევების შესახებ განცხადებას აქვეყნებს: საარჩევნო ადმინისტრაციამ, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებს ეხება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოახდინა. თელავში, საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრის პარტიულ წარმომადგენლობაში ყოფნა მიჩნეულ იქნა წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობად. რის გამოც, თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საუბნო საარჩევნო კომისიების […]