“მალე, ძალიან საინტერესო მოვლენების წინაშე აღმოვჩნდებით” – მაკა რაზმაძე პირადი ცხოვრების კადრებზე
პირადი ცხოვრების ვიდეომასალებთან დაკავშირებით დღეს მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტები მაკა რაზმაძე, ლაშა ბერულავა და ნინო ჯღარკავა გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც მაკა რაზმაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, საქმის დელიკატურობიდან გამომდინარე მას საქმის დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, თუმცა ამბობს, რომ წინ საინტერესო მოვლენებია მოსალოდნელი. “საქმის დელიკატურობიდან გამომდინარე მთხოვეს, რომ არანაირი ინფორმაცია არ იყოს ნათქვამი ჩემი მხრიდან საჯაროდ, ამიტომ ვერაფერს […]