საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას საფრთხე არ ემუქრება – ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ”უკვე დაწყებულია რეფორმის მეორე ეტაპი, რასაც მომავალი წლიდან გარკეული ცვლილებები მოჰყვება. პროგრამა კიდევ უფრო დაიხვეწება და პაციენტების საჭიროებებზე ორიენტირებული გახდება. მისი ერთ-ერთი ნაწილია კლინიკების სელექციური კონტრაქტირება, […]