2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრამდე მივყავართ – ზოიძე
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეაცხადებს, რომ 2017 წლის ბიუჯეტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ლარის კურსზე საუბარი დასრულდეს. “ლარის გაუფასურებას სუსტი და მცირე ეკონომიკა იწვევს. 2017 წლის ბიუჯეტი ის ბიუჯეტია, რომ შემდეგ ოთხ წელიწადში ლარის დევალვაციაზე საუბარი მორჩეს. 2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრამდე მივყავართ”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.