თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ ცილისწამების მუხლის ამოქმედების ინიციატივას მხარდაჭერა არ ექნება
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ ცილისწამების და შეურაცხყოფის დასჯის შესახებ წარდგენილ ინიციატივას უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება. ამის შესახებ მან გადაცემა “2030”-ში სტუმრობისას განაცხადა. „მესმის, რომ ცილისწამების ატანა რთულია. სრულიად წარმოუდგენელი ცილისმწამებლური განცხადებების ობიექტი და მსხვერპლი მეც ხშირად ვყოფილვარ და მესმის, რომ ამის ატანა ემოციურად რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა და […]