გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. გამოითქვა დაინტერესება პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო “ევრაზიის გვირაბის” პროექტის მნიშვნელობას, რომლის გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თურქეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან ერთად […]