"ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების დასუსტება დღეს გაზრდილი ტერორიზმის საფრთხეების ფონზე საფრთხეს შეუქმნის ჩვენივე მოქალაქეების დაცულობას"
0
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ საკონსტიტუციო სარჩელის კომენტირებისას განუცხადა.