პრემიერმა ირანს ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს, ირანის ელჩს მიუსამძიმრა და საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. „აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი აქტიურად ედგა გვერდში საქართველოს, დამოუკიდებლობის პირველ წლებში. მისი წვლილი, დამოუკიდებელი საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ძალიან ფასეულია. […]