"ჩემი აზრით, ქუცნაშვილის სკანდალური განცხადება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება დირექტივებს რუსეთიდან იღებს"
0
უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოს განათლების ექს-მინისტრი ხატია დეკანოიძე უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას "კიდევ ერთ აღიარებას უწოდებს, რომლითაც დადასტურდა, რომ ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობს".