აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში ბრალდებულ მძღოლს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა
თბილისის საქალაქო სასამართლო აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარაში მონაწილე მძღოლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ”თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღმაშენებლის ხეივანზე, 2017 წლის 22 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა მცირეწლოვანი, ხოლო ჯანმრთელობის […]