„თეგეტა მოტორსმა“ ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიაზე ორი ჯილდო მოიპოვა
Global Idea-ს, გაზეთ The FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ, 2016 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ყოველწლიურ რიგით მეთორმეტე ცერემონიაზე, 200-მდე ექსპერტის შეფასებით „თეგეტა მოტორსი“ წლის „ინოვატორ კომპანიად“ დასახელდა, ავტო ინდუსტრიის სფეროს განვითარების, მომსახურების უმაღლესი სტანდარტებისა და უნიკალური სერვისების შექმნისათვის, რომელსაც ანალოგი არ აქვს ამიერკავკასიაში.