“მინდა ორი დაღუპული ვაჟკაცი, ორი შეუდრეკელი ქართველი გავიხსენო”
ფეისბუქმომხმარებელი თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში წერს: „დღეს მინდა ორი დაღუპული ვაჟკაცი, ორი შეუდრეკელი ქართველი გავიხსენო. ორივე მათგანის სახელი ყველა ქართველმა იცის და უნდა იცოდეს. ერთი მათგანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი გიორგი ანწუხელიძეა, რომელიც ერთ-ერთი შეტაკებისას ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს და დაკითხვისა და წამების შემდეგ, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. […]