ირაკლი კობახიძე: მკვიდრდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის როლი გაძლიერდება. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, ბლოკების გაუქმება, რადგანაც, თუ ეს სისტემა არჩევნების დროს დარჩება, საქართველოში პარტიული სისტემა არასდროს ჩამოყალიბდება, ვინაიდან, ბლოკები პარტიების მერკანტილურ გარიგებებში შესვლას ხელს უწყობენ. ირაკლი კობახიძემ საყოველთაო-სახალხო განხილვისას სასამართლო […]