კრის ევანსი და ალბა ბაპტისტა საიდუმლოდ დაქორწინდნენ
42 წლის კრის ევანსი 26 წლის პორტუგალიერ მსახიობზე, ალბა ბაპტისტაზე, საიდუმლოდ, უახლოესი მეგობრების გარემოცვაში დაქორწინდა. ცერემონია მასაჩუსეტსის კერძო სამკვიდროში გაიმართა.
წყვილის ბევრი ცნობილი მეგობარი ახლომდებარე ბოსტონში დააფიქსირეს, მათ შორის Marvel-ის მსახიობები რობერტ დაუნ უმცროსი და მისი მეუღლე სიუზან დაუნი, კრის ჰემსვორტი და მისი მეუღლე ელზა პატაკი, ჯერემი რენერი, ჯონ კრასინსკი და ემილი ბლანტი.
ჰემსვორტი, დაუნი, მათი მეუღლეები და რენერი შაბათს Contessa რესტორანში შენიშნეს, ბოსტონის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. კრასინსკი და ბლანტი შაბათს შუაღამის შემდეგ მალევე ნახეს ქორწილიდან დაბრუნებულნი.
წყარო ამბობს: “ისინი შეყვარებულები არიან და კრისი არასოდეს ყოფილა ასე ბედნიერი. მისი ოჯახი და მეგობრები მას თაყვანს სცემენ.”
ბაპტისტამ, რომელიც ფლობს ხუთ ენას, ითამაშა 2022 წლის ფილმში “ქალბატონი ჰარისი მიდის პარიზში” და ასევე ცნობილია თავისი როლით Netflix-ის “მეომარ მონაზონში”.
2018 წელს მან დიდი ჰუმანიტარული სამუშაო ჩაატარა კამბოჯის ბავშვთა სახლში, ყურადღება გაამახვილა განათლებაზე. ალბამ ასევე მოიგო Shooting Star ჯილდო ბერლინის კინოფესტივალზე 2021 წელს.
წყარო: People