დღე ისტორიაში – 12 სექტემბერი
2018 წელს სამხრეთ აფრიკის ბლომბოსის გამოქვაბულში 1,5 დიუმიანი ქვის ნაჭერზე აღმოჩენილი ჯვარედინი ნახატები 73 000 წლის აღმოჩნდა.
1998 წელს Nintendo-მ გამოუშვა Pokémon Yellow Version: Special Pikachu Edition იაპონიაში, Game Boy Color-ისთვის.
1988 წელს იამაიკას ექსტრემალური მე-5 კატეგორიის ქარიშხალი, სახელად გილბერტი, დაატყდა თავს.
1986 წელს კანადაში ფილმის “ლურჯი ველვეტი” პრემიერა შედგა.
1981 წელს NBC-ზე ანიმაციური ფანტასტიკური სატელევიზიო შოუ “სმურფები” გამოვიდა.
1940 წელს საფრანგეთში 17 000 წლის წინანდელი გამოქვაბულის ნახატები აღმოაჩინეს.
1848 წელს შეიქმნა ახალი ფედერალური კონსტიტუცია, რომელიც შვეიცარიას ფედერალურ სახელმწიფოდ აღნიშნავდა.
1758 წელს ფრანგმა ასტრონომმა ჩარლზ მესიემ შემთხვევით აღმოაჩინა კრაბის ნისლეული, როდესაც ჰალეის კომეტას ეძებდა.
1609 წელს ჰენრი ჰადსონმა დაიწყო მოგზაურობა მდინარეზე, რომელსაც მოგვიანებით დაერქვა მისი სახელი – მდინარე ჰადსონი.
ძვ.წ. 490 წელს ბერძნებმა დაამარცხეს სპარსელები მარათონის ბრძოლაში.
წყარო/ფოტო: The Fact Site