გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ბერბოკის ვიზიტი, წინა ვიზიტების მსგავსად წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა, ვინაიდან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის კიევში გაეროს გენერალურ ასამბლეამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა, ეს უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია.
„რუსული ბომბების და ტანკების მიუხედავად, უკრაინა დამაჯერებლად მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრი. უკრაინა ჩვენს თავისუფლებას იცავს. და უკრაინას ჩვენი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
ბერბოკმა ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა და მის ქმედებას „პუტინის ტერორი“ უწოდა.
„პუტინის ტერორი მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ ის უკრაინის სამოქალაქო ობიექტებს უტევს. მას სურს, გატეხოს, დაღალოს, გაანადგუროს ადამიანები. არაფრის წინაშე არ ჩერდება – უტევს სკოლებს, ხალხმრავალ ბაზრებს, ხორბლის საცავებს, რკინიგზის სადგურებს. რუსეთი არა მხოლოდ კლავს ბომბებით, არამედ ათასობით უკრაინელ ბავშვს მომავალს ჰპარავს. ბავშვებს იტაცებენ და შემდეგ რუსეთის ბანაკებში ადეპორტებენ, სადაც მათ სხვა მშობლებს გადასცემენ,“ – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
ცნობისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ანალენა ბერბოკი კიევში უკვე მეოთხედ ჩავიდა.