ლაიმა ვაიკულე და ნანი ბრეგვაძე – “თბილისო” (ვიდეო)
0
ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე ლაიმა ვაიკულეს შოუში “Laima Vaikule Randez Vous” სპეციალური მოწვევით ჩავიდა.
“თქვენ მას ყველანი კარგად იცნობთ,ამიტომ მე მას არც წარმოგიდგენთ. უბრალოდ პირდაპირ დავიწყებ” – ასე წარადგინა ლაიმა ვაიკულემ ნანი ბრეგვაძე, რომლის შემდეგაც ორკესტრმა “თბილისო” დაუკრა.
ქართველ მომღერალს მაყურებელი ტაშით შეხვდა.
ნანი ბრეგვაძემ კონცერტზე რამდენიმე რუსული რომანსიც შეასრულა.