103news.com
News.ge
Сентябрь
2023
1 2 3
4
5
6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26
27
28
29
30

გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ფარცხალაძე სულ ფეხებზე ჰკიდია. ის იდარდებს თავის თავზე, ზუსტად იმაზე, რომ მისთვის არის ეს გზავნილი განკუთვნილი

0

ბიძინა ივანიშვილს ფარცხალაძე სულ ფეხებზე ჰკიდია. ის იდარდებს თავის თავზე, ზუსტად იმაზე, რომ მისთვის არის ეს გზავნილი განკუთვნილი – პირდაპირ მასზე არის ისარი უკვე მიმართული და შეიძლება შემდეგი არც არავინ არ იყოს და ყველაფერს პირდაპირ დაერქვას თავისი სახელი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს საფუძველს, თუ რის საფუძველზე არ უნდა ჰქონდეს ფარცხალაძეს ისეთივე გავლენა, რაც გასულ წლებში, რადგან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ფარცხალაძესთან კონფლიქტი არ ჰქონია.

კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება მოხვდეს სანქცირებულთა სიაში, ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ საუბარია 2-3 ადამიანზე, თუმცა ის კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს. ის ასევე, აღნიშნავს, რომ შესაძლოა, შემდეგი არც არავინ იყოს და „ყველაფერს პირდაპირ დაერქვას თავისი სახელი“.

„მე შემიძლია საკმაოდ დიდი სია გავაკეთო, მაგრამ პრინციპში დიდი აღარ იქნება, იმიტომ, რომ უკვე ისე ახლოს მივიდა ეს ყველაფერი, 2-3 კაცია უკვე დარჩენილი ხომ?! ჭორაობას ხომ ვერ დავიწყებ და გვარების დასახელებას. მთავარი არ არის ვინ იქნება შემდეგი. ფაქტია, რომ ეს არის გაფრთხილებაც, ყველაფერთან ერთად, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ძალიან დავიწროვდა ეს წრე. პირდაპირ მასზე არის ისარი უკვე მიმართული და აქედან გამომდინარე, შეიძლება არც არავინ არ იყოს [შემდეგი] და ყველაფერს პირდაპირ დაერქვას თავისი სახელი. ეს აღარ არის უკვე გამორიცხული, ისე ღრმად არის ეს ყველაფერი შესული. აქედან გამომდინარე, ძალიან დრამატული სიტუაციაა. მე ეს ნამდვილად არ მიხარია, იმიტომ, რომ ქვეყანა ზიანდება. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ძალიან შეეზარდა სახელმწიფოს, აქედან გამომდინარე, თუ სახელისუფლებო კოლაფსი მოხდა, და ბიძინა ივანიშვილზე შეხება თუნდაც მოკლევადიან კოლაფსს გამოიწვევს, ეს საზიანო იქნება. ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო, რომ სახელმწიფო არ დაზიანდეს,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ეს სამოტივაციო ნაწილი საკმარისი საფუძველია, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა შესაბამისი გამოძიება დაიწყოს. გამოითხოვონ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან შესაბამისი მტკიცებულებები, იმიტომ, რომ ბრალდება ძალიან მძიმეა. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ის თანამშრომლობს ჩვენთვის მტრული ქვეყნის სპეცსამსახურებთან, ბუნებრივია, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხზე ვსაუბრობთ აქ და სპეცსამსახურებმა უნდა გამოითხოვონ შესაბამისი დოკუმენტაცია და უნდა მისცეს საქმეს მსვლელობა. საბოლო ჯამში, რაღაც შედეგი უნდა დადგეს, ან უნდა გამტყუნდეს და შესაბამისი ზომები იქნეს მიღებული, ან უნდა თქვან, რომ სხვა რამესთან გვაქვს საქმე,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о проектах финалистов московских технологических конкурсов





Москва

Центр восточной медицины в Петербурге


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Более 14 тысяч жителей СВАО получили новые квартиры по реновации - Собянин



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

«Туман рассеется, люди узнают правду»: Тимати публично объявил о двуличии Татьяны Бакальчук после смертельной стрельбы в офисе Wildberries




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Две медали привезли псковички с чемпионата России по пилонному спорту

«Спартак» — «Динамо» Москва — 2:2. Видеообзор матча РПЛ

В Москве состоялся чемпионат по плаванию среди команд столичного управления Росгвардии


ATP

Качмазов обыграл Дэниэла и вышел в 1/4 финала турнира ATP в Чэнду



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Новости 24 часа

В Подмосковье сотрудники Росгвардии провели встречу со студентами финансового университета



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России